მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეებისპორტ-ნიუსისპორტი

რუს და ბელარუს სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ

პეკინში ზამთრის პარალიმპიური თამაშები 4 მარტს გაიხსნება.

რუს და ბელარუს სპორტსმენებს, უკრაინის ომში მათი ქვეყნების როლის გამო, ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება არ ექნებათ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC).

კომიტეტის პრეზიდენტის ენდრიუ პარსონის თქმით, მრავალი ქვეყნის პარალიმპიური კომიტეტი იმუქრებოდა, რომ არ იასპარეზებენ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობის შემთხვევაში.

„ბოლო 12 საათის განმავლობაში, წევრების დიდი რაოდენობა დაგვიკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ენდრიუ პარსონმა.

შეგახსენებთ, პეკინში ზამთრის პარალიმპიური თამაშები 4 მარტს გაიხსნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button