მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდამდე შეტაკებები ისევ არ წყდება

სარაკეტო იერიშს მამა და 1 დღის დაბადებული შვილი ემსხვერპლა

სად გაიმართება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება ამ დრომდე უცნობია. მეორე რაუნდის მოლოდინში კი შეტაკებები არ წყდება. მტრის მთავარი სამიზნე უკრაინის დიდი ქალაქებია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდესის სანაპიროს რუსული სამხედრო ხომალდები მიადგნენ, თუმცა უკრაინული მხარე ამას არ ადასტურებს.

პარალელურად იზრდება მსხვერპლიც. ხარკოვში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშს მამა და 1 დღის დაბადებული შვილი ემსხვერპლა.

ცოტა ხნის წინ მორიგი ვიდეო გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მე-6 პრეზიდენტი აცხადებს, რომ მტერმა ტაქტიკა შეცვლა, ამიტომაც იზრდება ავიაიერიშები. ზელენსკი რუსეთს იმასაც ახსენებს, რომ მისი ქვეყანა დანებებას არ აპირებს.

პრეზიდენტ ზელინსკის განცხადებით 16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად,

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მისი პარტნიორებისგან იღებს სულ უფრო მეტ იარაღს და პრეზიდენტის განცხადებით, ეს საერთაშორისო დახმარება წარმატებით დასრულდება.

„უკრაინა ყოველ დღე იღებს იარაღს ჩვენი პარტნიორებისგან. ნამდვილი მეგობრებისგან. ყოველდღიურად ვიღებთ სულ უფრო მეტ ძლევამოსილ იარაღს. უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, პირველებს 16 ათასი მოხალისიდან. ისინი მოდიან თავისუფლების დასაცავად, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენთვის, ყველასთვის და ეს იქნება წარმატებული, დარწმუნებული ვარ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტმა უკვე მოამზადა დახმარების სპეციალური პაკეტი, რომელიც გულისხმობს 6500 გრივნის გადახდას იმ უკრაინელებისთვის, ვინც ომის გამო სამსახური დაკარგა.

„უკრაინელები ჩვენი სახელმწიფოს ყველა რეგიონში, რომელიც მოცულია ომით, იღებენ ყველაფერს აუცილებელს. საკოორდინაციო შტაბები სრული დატვირთვით მუშაობს. ჰუმანიტარული ტვირთი გზაშია. მთავრობამ უკვე მოამზადა სპეციალური დახმარების პროგრამა ყველა უკრაინელისთვის, რომლებმაც ომის გამო მუშაობის შესაძლებლობა დაკარგეს. იქ, სადაც მიდის საომარი მოქმედებები და ადამიანებმა დაკარგეს მუშაობის შესაძლებლობა, მიიღებენ 6500 გრივნას ყოველგვარი პირობების გარეშე,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ რომ 9000 სამხედრო დანაკარგი ჰყავს 8 დღის განმავლობაში რუსეთს. ამ ფონზე მოსკოვი მთელს მსოფლიოს ბირთვული შეიარაღებით ემუქრება. სახელმწიფო სათათბიროში უკვე ჩაინიშნა საგანგებო სხდომა, რომელიც ხვალ უნდა გამართოს და სადაც უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button