დიკაპრიომ კიდევ ერთი ოსკარი მიიღო

ჰოლივუდის მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ იაკუტიის მოქალაქეებს ვერცხლის თვითნაკეთი “ოსკარის” სტატუეტის ჩუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობა იაკუტიის მცხოვრებთ, განსაკუთრებით ქალებს, რომლებმაც მასლა მოაგროვეს და მისგან ეს შესანიშნავი ქანდაკება დაამზადეს”, – დაწერა დიკაპრიომ საკუთარ Instagram-ზე და სტატუეტის სურათი გამოაქვეყნა.

“მათ მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ იაკუტია ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული რეგიონია არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ დედამიწაზე. გლობალური დათბობა მის მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის”, – გვაცნობა მსახიობმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button