აშშ-ი ძვირფასი ბრილიანტი 10 ტონა ნაგავში იპოვეს [Photo]

51 წლის ბერნი სკუტიერიმ მეუღლის 12.5 კარატიანი საქორწინო ბრილიანტის ბეჭედი, რომლის ღირებულება 400 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, შემთხვევით ნაგავს გაატანა. კომიკური ინციდენტი შტატ მისურიში მოხდა, – იუწყება გამოცემა Mashable.

სკუტიერიმ განაცხადა, რომ მის მეუღლე კლარას ბეჭედი სამზარეულოში მოუხსნია და ხელსაზოცზე მაგიდაზე დაუდია. როცა მამაკაცმა ნაგვის მანქანის ხმა გაიგონა, სახლში არსებული ნარჩენები სასწრაფოდ აკრიფა და გარეთ გაიტანა, შემდეგ კი ნაგავში გადაყარა.

როცა სკუტიერი მიხვდა, რომ ძვირფასეულობა დაიკარგა, დასუფთავების სამსახური ბეჭედს უკვე ნაგავსაყრელისკენ მიაქანებდნენ, სადაც მისი პოვნის შანსი აღარ იქნებოდა.

ბერნი სკუტიერმა ნარჩენების ადგილობრივ კომპანიაში სასწრაფოდ დარეკა და მისი თანამშრომლები დაარწმუნა, რომ მანქანაში, რომელიც 10 ტონა ნაგავს იტევს, ბეჭედი აუცილებლად უნდა მოენახათ.

“მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია. ეს შესანიშნავი შეგრძნება იყო, როცა 25 წუთში 10 ტონა ნაგავში ბეჭედი ვიპოვეთ და პატრონს დავუბრუნეთ”, – განაცხადა დასუფთავების კომპანიის მენეჯერმა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31579″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button