“დილა” ჩემპიონია
საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩები გაიმართა.
გორის “დილამ” სტუმრად ალექსანდრე კვახაძის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა “სამტრედია” და ვადამდე გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ეს გორის “დილას” ისტორიაში პირველი ჩემპიონობაა. “დილას” ვეღარ დაეწევა ბათუმის “დინამო”, რომელმაც ბოლნისის “სიონთან” წააგო – 0:1.