პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება.

სარეგისტრაციო ფანჯარა ხვალ, 15 მაისს 09:00 საათზე გაიხსნება და პროცესი 9 ივნისის ჩათვლით გაგრძლდება.

რეგისტრაციის გავლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდებზე იქნება შესაძლებელი.

უწყების ცნობით, რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის ბავშვები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button