“დინამოს” 19-წლამდელების გამარჯვება “ბარსელონასთან”

თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა დორტმუნდში დაწყებულ რურის თასზე მასპინძელ „ბორუსიასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ, მე-2 მატჩი „ბარსელონასთან“ გამართეს და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი 1:0 დაამარცხეს.

მატჩი ხისტად და ნაკლები საგოლე მომენტებით წარიმართა. ერთ ეპიზოდში დინამოელთა კარი ძელმა იხსნა, მატჩის ბოლოსკენ კი თბილისელებმა შედეგიანი შეტევა განახორციელეს და გიორგი ზარიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 1:0.

დღეს, დინამოელები რურის თასზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ. თბილისის დროით 19:00 საათზე თამაზ სამხარაძის გუნდი პორტუ ალეგრის „ინტერნასიონალს“ დაუპირისპირდება, ხოლო 21 საათსა და 30 წუთზე „ბოხუმს“ შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button