ცნობილმა მსახიობებმა ყველა დროის საუკეთესო ფილმი დაასახელეს [Video]
გამოცემა „Time Out New York“-მა 73 კინოვარსკვლავი გამოკითხა და ყველა დროის საუკეთესო კინოფილმების დასახელება სთხოვა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, პირველი ადგილი ფილმმა „Tootsie“ დაიკავა.
მეორე ადგილზე სურათი „ნათლია“ (1972) – მარლონ ბრანდოსა და ალ პაჩინოს მონაწილეობით გავიდა. რეიტინგის მესამე პოზიცია ჯონ კასავეტისის ფილმმა „ქალი გავლენის ქვეშ“ (1974) დაიკავა.
სიდნი პოლაკის ფილმი „ტუტსი“ ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა, მან „ოსკარის“ 10 ნომინაცია მიიღო. კინოფილმი, როგორც ნიშნადი მოვლენა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, აშშ-ის ფილმების საერო რეესტრში ინახება.