მსოფლიოსიახლეები

დმიტრი პესკოვს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერ დმიტრი პესკოვს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად დაადასტურა.

worldmeters.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსით, 232 243 ადამიანია ინფიცირებული. მათ შორის, 2 116 გარდაიცვალა, ხოლო 43 512 გამოჯანმრთელდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ინფიცირების 10 899 შემთხვევა გამოვლინდა, 107 ადამიანი კი, გარდაიცვალა. კოვიდ-19-ის გავრცელების მსოფლიო რეიტინგში, რუსეთი უკვე მესამე ადგილს იკავებს, აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ.

30 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს; 2 მაისს, – რუსეთის მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევს და მის მოადგილე დმიტრი ვოლკოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button