დნეპრი ფინალშია

უკრაინული საფეხბურთო კლუბი დნეპრი ევროპის ლიგის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალურ მატჩში დნეპროპეტროვსკელებმა ნაპოლი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ევგენი სელეზნიოვმა გაიტანა.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანურმა სევილიამ იტალიურ ფიორენტინას მოუგო.

ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრა 27 მაისს ვარშავაში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button