მაკეინი დაუკითხავად დანიშნეს უკრაინის მრჩევლად
13 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რეფორმების საერთაშორისო კონსულტანტური საბჭოს შექმნაზე, რომლის ამოცანა, უკრაინაში და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გაჯანსაღების მიღწევა იქნება. საბჭოს შემადგენლობაში, სხვა კონსულტანტებთან ერთად, სენატორ-რესპუბლიკელი ჯონ მაკეინიც შეიყვანეს, თუმცა ამ საპატიო პოსტზე დანიშვნის შესახებ, სენატორს წინასწარ არაფერი შეატყობინეს.
„უკრაინის მთავრობასთან და პირადად მიხეილ სააკაშვილთა მქონდა არაოფიციალური საუბარი. ვუპასუხე, რომ წინააღმდეგი არ ვიქნები, ოღონდ ბევრი დეტალია გასარკვევი, მაგალითად რამდენად კანონიერია ჩემი დანიშვნა და როგორ შეესაბამება საერთაშორისო ეთიკას. რა თქმა უნდა, უკრაინის დასახმარებლად ყველა ღონეს ვიხმარ, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ეს არ ეწინააღმდეგება სენატის წესებს“ – განაცხადა მაკეინმა.
მოგვიანებით, Twitter-ში სენატორმა დაწერა – ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის მთავრობის მრჩევლობა. თავისუფალ უკრაინას ყოველთვის დავუჭერ მხარს!
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6147″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1431666535461″]