წყალდიდობა საქობოში – ხალხი შველას ითხოვს [აუდიო]

                                                        ფოტო არ არსახავს ამჟამად სოფელ საქობოში არსებულ მდგომარეობას

წყალდიდობა ლაგოდეხის რაიონის სოფელ საქობოში. როგორც რადიო “ჰერეთს” ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხელი ხაზის საშუალებით აცნობა, მოვარდნილმა წყალმა მათი საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

მათივე თქმით, სანიაღვრე არხებმა მოვარდნილი წყალი არ გაატარა.

საქობოელები ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებში დახმარებას სთხოვენ.

რადიო “ჰერეთი” ამ თემაზე მუშაობს და დეტალურ ინფორმაცია ჩვენს მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button