1 $ – 2.39, ხოლო 1ევრო – 2.73 ლარია

ქართული ლარი ვარდნას განაგრძობს. დღეს,14 მაისს, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2 ლარად და 39 თეთრად არის შესაძლებელი. 

ლარი ვარდნას განაგრძობს ევროსთან მიმართებაშიც, დღეს სავალუტო პუნქტებში 1 ევრო 2 ლარი და 73 თეთრი ღირს.

ის, რომ ლარი გაუფასურდა, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან ქვეყნის ექსპორტმა კორკურენტუნარიანობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იუჰა კაჰკონენმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იუჰა კაჰკონენმა გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ პერსპექტივებს, რაც საქართველოს ახლო მომავალში ელის.

როგორც მან აღნიშნა, მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის როგორც ამჟამად არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ასევე მომავალში.

მისივე თქმით, ცენტრალური ბანკების ძირითადი მიზანია ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, რომ ფასები არ გაიზარდოს.

“ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი, უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის მოქნილობასა და ინფლაციის სტაბილურობას იმისთვის, რომ ცენტრალურმა ბანკმა შეასრულოს თავისი ძირითადი მიზანი, უზრუნველყოს დაბალი ინფლაცია. აუცილებელია, მას ჰქონდეს თავისუფლება ინსტრუმენტების არჩევანში და თავის მოქმედებაში”, – განაცხადა იუჰა კაჰკონინმა.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3617 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3617ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 13 მაისს მოქმედებდა, 2.3429 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0188 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეს ერთი ევროს შეძენა 2.6515 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6142 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0373 ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button