“სტიქიამ ბაისუბანში 3000 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და ავეჯი გაანადგურა”
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში სტიქიამ იმ შენობის სახურავი დააზიანა, სადაც სამი ორგანიზაციაა განთავსებული.
დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წყალი ჩავიდა. “ჰერეთის” ინფორმაციით, დაზიანებულია “ლიბერთი ბანკის” მომსახურეობის ცენტრის, “კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი ორგანიზაციისა” და “ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ცენრტის” ტექნიკა და საოფისე ავეჯი.
როგორც რადიო “ჰერეთს” ბაისუბანში ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ცენტრის უფროსმა სოფიო შუბითიძემ განუცხადა, “ზარალმა წინასწარი დათვლებით 3000 ლარს გადააჭარბა”.
ამ დროისთვის სამივე ორგანიზაციას მუშაობა აქვს შეჩერებული.
სოფიო შუბითიძე_ხმა