Dolce & Gabbana-მ ტანსაცმელზე მშობელი-გეები გამოსახეს [Photo]

იტალიელმა დიზაინერებმა დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ ტანსაცმლის ახალი ხაზი გამოუშვეს, რომელზეც ერთსქესიანი წყვილები თავიანთი ბავშვებითურთ არიან გამოსახული, – წერს Fashionmag.

ამჟამად, იტალიაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარებს, რომელმაც ჰომოსექსუალ წყვილებს შვილების აყვანის უფლებას დართავს. პროექტის ოპონენტები თვლიან, რომ იგი იტალიაში აკრძალულ სუროგატულ დედობას გზას უხსნის.

გასულ წელს Dolce & Gabbana ახალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ. დიზაინერებმა მშობელ-გეების მიერ ბავშვების აყვანისა და ხელოვნური განაყოფიერების თაობაზე მძაფრი გამოთქმები არ დაიშურეს. შედეგად, ელტონ ჯონმა და სხვა არატრადიციული ორიენტაციის ვარსკვლავებმა Dolce & Gabbana-ს პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

როგორც ჩანს, ახალი კოლექცია ხაზს იმ გარემოებას უსვამს, რომ Dolce & Gabbana-მ საკუთარი პოზიცია პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად შეიცვალა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28586″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1454398069254″]

მსგავსი პოსტები

Back to top button