“დონალდ ტრამპი პუტინს დაუმეგობრდება”
პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ პუტინთან ურთიერთობას მოაგვარებს, – განაცხადა ტრამპმა Fox News Channel-თან ინტერვიუში. ამის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტობაზე პრეტენდენტმა მილიარდერმა მოსაზრება გამოთქვა, თუ როგორ შეიძლება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება.
„სანაძლეოს დავდებ, რომ პუტინთან მეგობრულ ურთიერთობას დავამყარებ“, – თქვა ტრამპა. როცა მას ჯორჯ ბუშის სიტყვები შეახსენეს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინს სულში ჩახედა და მიხვდა, რომ ის კარგი ბიჭია, ტრამპმა გაიცინა და თქვა -„ ბუში გონებაჩლუნგია.“
ტრამპმა დასძინა, რომ „ისლამური რესპუბლიკის“ დამარცხება მხოლოდ ფინანსური ბერკეტების გამოყენებით შეიძლება – ტერორისტულ ორგანიზაციას ნავთობი უნდა ჩამოერთვას. მილიარდერმა აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ-ს ბირთვული არსენალი მოძველებულია და არ მუშაობს. ხელისუფლება კი თავისი საქციელით პუტინს და მსოფლიოს აჩვენებს, რომ საერთოდ არაფერზე აქვს წარმოდგენა.
დონალდ ჯონ ტრამპი (ინგლ. Donald John Trump; დ. 14 ივნისი, 1946, კუინზი, შტატი ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი. ასევე აშშ-ში მდებარე მსხვილი სამშენებლო კომპანია Trump Organization-ის პრეზიდენტი და კომპანია Trump Entertainment Resorts-ის დამაარსებელი, რომელიც კაზინოებისა და სასტუმროების დიდ ქსელს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.