ლიზა ზარანდიას ცხედარი ნაპოვნია
თითქმის 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნია ლიზა ზარანდიას ცხედარიც.
მასთან ერთად დაკარგული დის ინდირა ზარანდიას, რადიოსადგურ “საქართველოს ხმის” წამყვანის ცხედარი, მაშველებმა 15 ივნისს მზიურის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
13 ივნისს, სტიქიის ღამეს, 22 და 25 წლის დები, თავისუფლების მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ წავიდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგებოდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება მათთან ერთად მყოფი მეგობრის, სერგო კაპანაძის ძებნა.
სტიქიის ზონის ტერიტორიაზე საძიებო და გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის
განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო
სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და
სხვა დანაყოფების თანამშრომლები.