ბრაზილიის ტელევიზიამ „ცოცხალი“ თოჯინა კენი აღმოაჩინა [Video/Photo]
27 წლის ბრაზილიელმა მაურისიო გალდიმ სახელი იმით გაითქვა, რომ ძალიან ჰგავს თოჯინა ბარბის ბოიფრენდ კენს.
გალდიმ 8 პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, მაგრამ სულაც არ ფიქრობდა, ცნობილ თოჯინას დამსგავსებოდა. იგი თავის პოპულარობაში ტელევიზიას ადანაშაულებს, რომელმაც სახელი ძალიან გაუთქვა, – წერს The Daily Mail.
გალდი 17 წლის ასაკში სამსახიობო კურსებზე ჩაეწერა, სადაც გარეგნობის გამო დაიწუნეს. ამის შემდეგ, მან ცხვირის ფორმის კორექცია (რინოპლასტიკა) პირველად ჩაიტარა.
„არასდროს მიოცნებია, კენის „ცოცხალი“ ბრაზილიური ასლი გავმხდარიყავი. ეს ტიტული ტელევიზიამ მომანიჭა, – აღნიშნავს გალდი.
ამის მიუხედავად, ბრაზილიელი პოპულარობაზე უარს არ ამბობს და შოუ-ბიზნესში კარიერის გაკეთებას იწყებს. ახლა გალდი პოპულარული ჟურნალების ყდებს ამშვენებს, ინტერვიუებს აქტიურად არიგებს, სატელევიზიო შოუებში მონაწილეობს.