დონალდ ტრამპმა პირველად არჩევნებში 5 შტატში გაიმარჯვა [Photo]

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა 5 შტატში – კონექტიკუტში, დელავერში, მერილენდში, პენსილვანიასა და როდ-აილენდში გაიმარჯვა, სადაც პირველადი არჩევნები (პრაიმერიზი) ტარდება.
წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა თითოეულ შტატში 50%-ზე მეტი ხმა დააგროვა.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა კი 4 შტატში გაიმარჯვა, – იუწყება ტელეარხი ABC.
ტელეარხის მონაცემებით, კლინტონმა კონექტიკუტში ამომრჩეველთა ხმების 50% დააგროვა, დენვერში 60%, მერილენდში 64%, პენსილვანიაში 56%. მისმა მეტოქემ – ბერნი სანდერსმა მას შტატ როდ-აილენდში ხმების 12%-ით აჯობა.
პრაიმერიზის მონაცემების მიხედვით, 18-21 ივლისს კლივლენდში (შტატ ოჰაიო) დანიშნულ რესპუბლიკელთა ყრილობაზე 172 დელეგატის ხმა უნდა განაწილდეს. ზუსტად მაშინ გადაწყდება, თუ ვინ იქნება ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური კანდიდატი.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34240″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]