“საქართველო პრესის თავისუფლების მიხედვით, ნახევრად თავისუფალ ქვეყნად დასახელდა”

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა პრესის თავისუფლების 2016 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. რეიტინგში საქართველოს 49 ქულა აქვს მინიჭებული (0 ქულა საუკეთესო შედეგია). აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს 48 ქულა ჰქონდა.

საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მედიის მდგომარეობაა ნახევრად თსვისუფალია. პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი არათავისუფალ ქვეყნებად არიან დასახელებული. ასევე, საქართველო პირვე ადგილზეა ევრაზიის რეგიონში.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოხდვდნენ ასევე მოლოდვა და უკრაინა.

Freedom House-ის მკვლევარები აღნიშნვენ, რომ მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონე ბოლო 12 წლის განმავლობში ყველაზე დაბალია, რაზეც ზეგავლენას ახდენს პოლიტიკა, კრიმინალი და ტერორიზმი.

ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ პრესის თავისუფლებაზე ყველაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში. დოკუმენტში სირია ჟურნალისტებისათვის კვლავ ყველაზე საშიშ ქვეყნად არის დასახელებული. 2015 წელს სირიაში 14 ჟურნალისტი მოკლეს. ასევე ანგარშში აღნიშნულია, რომ თურქეთში გასულ წელს სამი სირიელი ჟურნალისტი მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button