პრეზიდენტმა 95 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებას 69 დატოვებს. მათგან 10 ქალი, ორი კი, არასრულწლოვანია.

ამასთან, ქორიძის თქმით, სასჯელი შეუმსუბუქდა 26 მსჯავრდებულს, მათ შორის 1 ქალი, ასევე ორი არასარულწლოვანია.

შეწყალების კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოსცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button