დონეცკის გორლოვკისა და მარიუპოლის რაიონებში სროლა განახლდა

მძიმე იარაღის გამოყენების შედეგად, დონეცკის რამდენიმე საცხოვრებელ რაიონში, 6 სახლი, სკოლა და გაზსადენი დაზიანდა.

1761695_20150817034348.gifანალოგიური სიტუაცია აღინიშნება მარიუპოლსა და მის შემოგარენში, ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებაც, – გადმოსცემს პორტალი “Донецкое агентство новостей”.

თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ ირწმუნება, რომ ცეცხლი უკრაინელმა ძალოვანებმა გახსნეს, რომლებმაც მძიმე ტექნიკა და ტანკები გამოიყენეს. კიევს დაქვემდებარებული მებრძოლები კი ამტკიცებენ, რომ დასახლებულ პუნქტებს მათი ოპონენტები ესვრიან.

კონფლიქტი უკრაინაში 2014 წლის გაზაფხულიდან გრძელდება, რომლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 7 ათასი ადამიანი დაიღუპა, 17 ათასი კი მძიმედ დაიჭრა. 2015 წლის თებერვლიდან, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დროებითი დაზავებაა გამოცხადებული, თუმცა იგი არაერთხელ დაარღვიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button