ქალთა ნაკრების ვერცხლის მედალი მსოფლიოს თასზე
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა მსოფლიოს თასზე, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში.
ჩვენმა სპორტსმენებმა ფინალური შეხვედრა 0:6 აშშ-ს გუნდთან წააგეს , რომლის რიგებშიც ქართველი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) გამოდიოდა.
ჩვენი გუნდიდან გამოსარჩევია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა. მან სტაბილურად იასპარეზა და 6 ისრიდან ოთხი 9-იანში მოარტყა, თითოჯერ კი 8 და 10 ჰქონდა.
იულია ლობჟანიძემ და ხათუნა ნარიმანიძემ 2-2-ჯერ 7-იანებშიც გაარტყეს, თუმცა ლობჟანიძემ ორჯერ 10-იანიც მოინადავლა.