ოდესელებმა სააკაშვილს “ძეგლი” დაუდგეს [Photo/Video]

საზოგადოებრივი მოძრაობის “Одесса – за порто-франко” აქტივისტებმა, ოდესის ცენტრში, ვორონცოვის კოლონადასთან, კვარცხლბეკზე წარწერით – “Сабакашвили”, მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას ფიგურები დადგეს, – იუწყება უკრაინული პორტალი Голос.UA.

ოდესის გუბერნატორი, დაკუზულ მდგომარეობაში და ცოცხით, ჰალსტუხს ღეჭავს, ამერიკის პრეზიდენტს კი იგი საბელზე გამობმული ჰყავს.

„სააკაშვილი ეშმაკეული ტიპია, თანაც ამერიკელბს საბელზე ჰყავთ გამობმული. ჩვენი ძეგლი ზუსტად მისი ჭეშმარიტი სახის გამოვლინების სიმბოლოა. დარწმუნებული ვარ, მალე გადავაყენებთ“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა და მოძრაობის ლიდერმა ალექსეი ცვეტკოვმა.

მოგვიანებით, პოლიციამ კონსტრუქცია დაშალა.

მოძრაობა “Одесса — за порто-франко”-მ, აქცია სააკაშვილის წინააღმდეგ, ადრეც ჩაატარა. ივლისში, აქტივისტებმა, 1980 წელს,მოსკოვში XXII ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე შესრულებული სიმღერის – “До свидания, наш ласковый Миша” ფონზე, უზარმაზარი საჰაერო ბუშტი გაუშვეს, რომელზეც სააკაშვილი, ჰალსტუხის ღეჭვის მომენტში იყო გამოსახული.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15401″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button