მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგონას ოჯახი ბრალდებულების სამუდამო პატიმრობას ითხოვს

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგონას ოჯახი ითხოვს ბრალდებულებს სასჯელის მაქსიმალური ზომა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოთ.

მოზარდის ოჯახი ეჭვობს, რომ ძალადობაში ბრალდებული 2 მამაკაცი ციხისთვის თავის არიდებას ცდილობს და დანაშაულს ამიტომ არ აღიარებენ.

მსხვერპლი გოგონას ნათესავები ასევე ითხოვენ შეწყდეს მოძალადეების სახლის გადაწვის საქმეზე გამოძიება. მათი თქმით, ბრალდებულებს სახლი პროტესტის ნიშნად მთელმა სოფელმა ფაქტის გახმაურების შემდეგ გადაუწვა.

“ყველას ერთი მოთხოვნა გვაქვს ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ. არ აქვს მნიშვნელობა 20 წლის მერე გამოვა და ვიღაცას ისევ დაღუპავს. სოფლის მოთხოვნაა, რომ შეწყდეს სახლის გადაწვასთან დაკავშირებით გამოძიება”, – ამბობს მსხვერპლის მამიდა ინგა ხ.

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა სენაკის სასამართლომ გუშინ,26 ივნისს შეუფარდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

შეგახსენებთ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 36 წლის მამაკაცები დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო 8 წლის გოგონას უფროსი 9 წლის დაც.

სოფლის მოსახლეობამ, მომხდარის შემდეგ ბრალდებულების სახლი გადაწვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button