“ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა” -ეკა მიშველაძე
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე მარგველაშვილის სიძეზე, მინდია გოგოჭურზე მომხდარ თავდასხმას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე წინასწარ რაიმე ვერსიაზე საუბარი არ შეიძლება.
„ძალიან ცუდია როდესაც ახალგაზრდა ადამიანზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების დასასრულს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება ეს ყველაფერი ეფექტური,“– განაცხადა ეკა მიშველაძემ.