სპორტ-ნიუსისპორტი

ძალოსანთა საერთაშორისო ფედერაცია წონით კატეგორიებს ცვლის

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაგეგმილ 2024 წლის ოლიმპიადაზე ძალისანი სპორტსმენები 14 წონითი კატეგორიის ნაცვლად 10 წონაში გამოვლენ.

აღნიშნული პროექტი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მომავალი წლის თებერვალში უნდა დაამტკიცოს.

გადაწყვეტილება პორველად უზბეკეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გახდა ცნობილი.

დადებითი პასუხის შემთხვევაში ბევრი სპორტსმენი სხვა წონაში იასპარეზებს.

გაუქმდება ლაშა ტალახაძის მიერ ოლიმპიადებზე აქამდე დამყარებული მსოფლიო რეკორდებიც.

ტოკიოს ოლიმპიადაზე მამაკაცებს შორის 14 მედალი გათამაშდა 61,67,73,81,96,109 და +109 წონით კატეგორიებში.

ახალი რეგლამენტის მიხედვით კი მედლების რაოდენობა 10- მდე შემცირდება.რაც შეეხება წონებს,ესენია: 61,73,89,102 და +102 კილოგრამი.

მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის ცხადია, რომ ძალთა განლაგება საგრძნობლად შეიცვლება. ფიცარნაგზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან ისეთი სპორტსმენებიც,რომლებიც ამ დრომდე არ შეხვედრიან ერთმანეთს.

მსგავსი პოსტები

Back to top button