სპორტ-ნიუსისპორტი
თბილისის დინამომ ბელარუსი ფეხბურთელი დაიმატა

ბელარუსის ეროვნული ნაკრების და ჟოდინოს ტორპედოს 24 წლის ფეხბურთელი დმიტრი ანტილევსკი კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს.
ბელარუს შემტევსა და ქართულ კლუბს შორის კონტრაწტი 3 წლის ვადით გაფორმდა
მიმდინარე სეზონში ანტილევსკიმ ტორპედოს მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.ფორვარდის ანგარიშზეა ასევე 4 საგოლე გადაცემაც.
ეროვნული გუნდის გარდა ბელარუს შემტევს წარმატებით აქვს ნათამაშები სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშები.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას,ფორვარდი გამოდიოდა ისეთ კლუბებში,როგორიცაა: ბატე,დნეპრი და მინსკი.