ძიუდოს აკადემიაში საქართველოს პირველობა დასრულდა
პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 81 კილოგრამში გამარჯვება უშანგი მარგიანმა მოიპოვა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი პაატა ღვინიაშვილი გახდა. 100-ში ოქროს მედალს ლაშა გურული დაეუფლა. მძიმე წონაში კი გამარჯვება ონისე ბუღაძემ მოიპოვა, რომელმაც დაძაბული ფინალური შეხვედრა გიორგი ლაზუშვილს მოუგო.
პირველ საშეჯიბრო დღეს 60 კილოში ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი გახდა. ბრინჯაოს მედლები ნიკო ჭიკაიძემ და ივანე ჯავახიშვილმა დაისაკუთრეს. 66-ს კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქრო თორნიკე თათარაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი მინდია ლილუაშვილმა და გელა კელიხაშვილმა მოიპოვეს.
ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული ძიუდოისტები უკვე ნაკრების კანდიდატები არიან.