საფრანგეთი-გერმანია 2:0 – ტერაქტები, მსხვერპლი და ქაოსი პარიზში [Video]

13 ნოემბერს, პარიზში მიმდინარე ამხანაგური მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ქვეყანაში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა. რესტორნების, თეატრისა და სტადიონ “Stade de France” სიახლოვეს აფეთქებებსა და სროლას, ბოლო ინფორმაციით, ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

“Stade de France”-ზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანბგეთი-გერმანიის მატჩს ესწრებოდნენ, ტერორისტთა შეტევა რამდენჯერმე განხორციელდა. არენის შესასვლელთან ერთ-ერთ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა
.
შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა, გულშემატკივრებს კი უსაფრთხოების მიზნით, სტადიონიდან კარგა ხანს არ უშვებდნენ. სტუმართა გუნდმა მოედანი მხოლოდ სამი საათის შემდეგ დატოვა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, გოლები ოლივიე ჟირუმ (45) და ანდრე პიერ-ჟინიაკმა (86) გაიტანეს.

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცის იოაჰიმ ლიოვის განცხადებით, მისი ფეხბურთელები შოკში იყვნენ იმ აფეთქებების გამო, რომელიც “Stade de France”-ზე მოხდა.

“ჩვენ ყველანი შოკში ვართ. შეხვედრამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. მომხდარზე გასახდელში გვაცნობეს. მოედანზე ყოფნაც საშიში იყო. თამაშამდე, ტერაქტის საშიშროების შესახებ იმ სასტუმროში, სადაც ჩვენი გუნდი ცხოვრობდა, ინფორმაცია უკვე მოგვაწოდეს”, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button