მსოფლიო
		
	
	
ძლიერი ხანძარი სამხრეთ კალიფორნიაში

სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ლოს-ანჯელესიდან 29 კილომეტრში ტყის მასივს უკიდია.
შემთხვევის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლები, საჭირო გახდა რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაციაც.
ამ ეტაპზე დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის ჩაქრობის პროცესში საჰაერო ტექნიკაც ჩაერთო.
 
				 
 



