მნიშვნელოვანისიახლეები

„ძლიერი საქართველო” ძლიერდება! – ოპოზიციურ გაერთიანებას, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება

ოპოზიცია აგრძელებს რეგიონებში შეხვედრებს

„ძლიერი საქართველო” ძლიერდება! – „ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ოპოზიციურ გაერთიანებას, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება, – ამის შესახებ ნათქვამია კოალიაცია „ძლიერი საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება დღეს, 21:00 საათზე, გუდიაშვილის სკვერში გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, კოალიციას შეუერთდება ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“.
ამასთან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს შეხვედრებს, კასპში მოსახლეობას შეხვედრის პარალელურად, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ კასპში შემოუერთდა, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი და კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერაბაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

„შევალთ თითოეულ ოჯახში, სადაც სათქმელი იქნება ის, რომ უპირველესი არის სახელმწიფო ინტერესები და არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესები. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ ჯერ ვიყოთ საქართველოს სამსახურში, სამშობლოს ვემსახუროთ, ის ინტერესები გავატაროთ და შემდგომ ვიყოთ თითოეული პარტიის ინტერესების გამტარებლები, როცა ადამიანები საუბრობენ,იმაზე, რომ რაღაც ნაბიჯს რომ გადადგამ, რაღაც უხერხულობას ქმნის, ჩემთვის არის მარტივად გადასაწყვეტი , თითოეული ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ადამიანს არ გიცხოვრია ისე, რომ რაიმეს შეგრცხვეს შენს განვლილ ცხოვრებაში და დისკომფორტს ეს არ შეგიქმნის , შეგიძლია მიხვიდე ყველგან და გამოხატო შენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ ეს სჭირდება შენს სამშობლოს. მადლობა ნდობისთვის, თითოეულ თქვენგანს, ბატონ გიორგის, ბატონ ბადრის და მე ჩემი ცხოვრების წესით,ჩემი მოქმედებით და იმ 26 ოქტომბრის გამარჯვებით დაგარწმუნებთ თითოეულ თქვენგანს,რომ შეგვიძლია მოვიპოვოთ ერთიანობით ის გამარჯვება, რასაც ყველა ელოდება და ჩემი სათქმელიც ის არის, რომ არავითარი კოალიციური მეორე მესამე ადგილი და ა.შ. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, ჩვენ თუ ვირწმუნებთ იმას, რომ შეგვიძლია პირველ ადგილზე გასვლა, მერწმუნეთ, რომ ეს არის მისაღწევი ჩვენთვის. მადლობა და წარმატებები თითოეულ თქვენგანს”, – განაცხადა მანუჩარ მერაბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button