მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ადგილობრივი მცხოვრები 45 წლის გიორგი ტერაშვილი საქონელს მწყემსავდა, ნახირი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადავიდა და ტერაშვილი მას დაედევნა, რა დროსაც იგი საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველი ჰყვება, ტერაშვილი ოკუპანტებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

“დღის პირველი ნახევარი იყო, ძროხები გადავიდნენ იქეთ. 3 იყვნენ ესენი, როდესაც ძროხები საოკუპაციო ხაზს გადასცენ ესენი გადაჰყვნენ და ერთ-ერთი [გადავიდა] 4 ოკუპანტი მოვიდა და წაიყვანა. ახლოს ვიყავი” – ამბობს თვითმხილველი
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელ მეჯვრისხევს ოკუპირებული სოფელი, ღრომი ესაზღვრება, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს. მათივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ოკუპანტები ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა სასჯელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button