მნიშვნელოვანი

ძლიერი სეტყვა და წვიმა თბილისში [ჩართვა]

 

დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო. თვითმხილველთა თქმით, წყლის ნაკადს უბნების კოლექტორები ვერ ატარებს და გზის სავალი ნაწილი წყლით არის დაფარული. რთული სიტუაცია შეიქმნა გლდანსა და ვარკეთილში. ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და ვარკეთილის ხიდები დაიტბორა.

თვითმხილველთა თქმით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმას თან ერთვოდა ძლიერი სეტყვაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოსული ძლიერი წვიმის გამო 22 შეტყობინება მიიღეს.

მოუსმინეთ რადიო თბილისის FM93.5 ეთერში პირდაპირ ჩართვას მამუკა ყირიმელიასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button