რეგიონისიახლეები

ძლიერი სეტყვა სიღნაღში

ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, ძველი ანაგა და ჯუგაანი დააზარალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები და ხორბლის ყანები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

უწყებაში აცხადებენ, რომ მერიის თანამშრომლები სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში ჩავლენ და არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.

სეტყვამ ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ადგილობრივების თქმით, სტიქია, დაახლოებით, ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button