რეგიონი
ძლიერი შტორმი შავ ზღვაზე

შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა, ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ჩამოიშალა განმუხურის ამფითეატრის საძირკველი. ასევე დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები.
შტორმმა,ასევე პრობლემები შექმნა ფოთში, კუნძულის უბანის სანაპირო ზოლზეც.
ადგილზე მობილიზბულია შესაბამისი სამსახურები.
სამეგრელოში 2 დღეა გადაუღებლად წვიმს.