რეგიონი

ლაგოდეხელი ახალგაზრდა საქართველოს ჩემპიონი გახდა

ლაგოდეხელმა შოთა ჯაშიაშვილმა გრეპლინგის და შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა სახეობებში გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ახალგაზრდა სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონატზე მუნიციპალიტეტისა და კლუბ GFC-ის სახელით გამოდიოდა.
გამარჯვებულს ჩემპიონობა მუნიციპალიტეტის მერიამაც მიულოცა

„ყველა წარმატებულ ლაგოდეხელ სპორტსმენს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. მჯერა, რომ შოთა კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს მუნიციპალიტეტს”- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

საქართველოს ჩემპიონის ტიტული შოთა ჯაშიაშვილმა, პირველად მოიპოვა.

სპორტსმენების წახალისების პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხელ ახალგაზრდას ფულადი ჯილდოც გადაეცა.
გრეპლინგი სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს.

მასში დაშვებულია ილეთების გამოყენება ძიუდოდან, სამბოდან, ბერძნულ- რომაული და თავისუფალი ჭიდაობიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button