რეგიონი

30 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს

30 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა თბილისში, თანამშრომლებმა ოფისში გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი ბულია ერთ-ერთ ოფისში პროგრამისტად მუშაობდა.
იგი ასევე სამების ტაძარში სტიქაროსანი იყო.

“ერთ საკლასო ოთახში გატარებული 12 ბედნიერი წელი და 1 უბედური წამი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმქვეყნიურ სამყაროში სამუდამოდ გადაბარგებისათვის…

გიორგი, ნათელში იყოს შენი სული!
გიორგი,სიტყვები უძლურია,მთელმა ბავშვობამ თვალწინ გამირბინა და თითქოს დღეს მივხვდი,რომ არ გავზრდილვართ,ისევ იმ

ბავშვობაში ვართ ჯანაშიას ქუჩაზე მენანებიიი ბულოო”,-წერენ გიორგი ბულიას მეგობრები სოციალურ ქსელში.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელიც დაადგენს გარდაცვალების მიზეზს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დილას ზუგდიდში მის საცხოვრებელ სახლში ჩამოასვენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button