მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მაკრონი ტერმინ “გენოციდის” გამოყენებაზე უარს ამბობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე უარი განაცხადა, – წერს „სიენენი“.

საფრანგეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – „ფრანს 2“-თან ინტერვიუში კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მსგავსად რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის ტერმინ „გენოციდს“, მაკრონმა განაცხადა: „დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რიტორიკის ესკალაცია ომის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას არ ემსახურება.

„დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სიტუაცია მიუღებელია და ეს არის ომის დანაშაულები. ჩვენ ვცხოვრობთ ომის დანაშაულებში, რომლებიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე – ჩვენს ევროპულ მიწაზე. რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო უკიდურესად სასტიკი ომი; ახლა დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა ომის დანაშაულები და ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები“, – თქვა მაკრონმა.

მაკრონი ამბობს, რომ ომის შესაჩერებლად ყველა მცდელობას მიმართავს, რაც მის ხელთ არსებობს.

“მე ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა ეს ომი შეწყდეს და მშვიდობამ დაისადგუროს. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება.

რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, არის ის, რომ ვითარება მიუღებელია და ეს ომის დანაშაულია. ჩვენ ვცხოვრობთ ომის დანაშაულებში, რომლებიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე – ჩვენს ევროპულ მიწაზე,“ – ამბობს ემანუელ მაკრონი.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასა და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინელობის იდეის წაშლას ცდილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button