ძლიერი სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში [ფოტო/აუდიო]

lagodekhi_01ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დაზარალდა.

აფენში, ჭაბუკიანსა და გვიმრიანში ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი.

სოფელ აფენში წაქცეული ხე პირველ საჯარო სკოლას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფლებში გათიშულია ელექტროენერგია.

მოუსმინეთ დაზარალებულ მოსახლეობას ►

როგორც “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.

კახა ჯამბურია_ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button