რეგიონი

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში

ქალაქ გურჯაანში ქარისგან მოგლეჯილი მარავალწლოვანი ნაძვი ორ ავტომანქანას დაეცა და დააზიანა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
მრავალწლიანი ხეები მოგლეჯილია თელავის მუნიციპალიტეტშიც, სახურავებია გადახდილი ავტოფარეხებზე.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შეფერხებულია თელავის ინტერნეტ მომსახურებაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button