რეგიონი

თელავში კერძო და მომსახურების კომპანიის კუთვნილი ტაქსების საფასური 1 ლარით გაიზარდა

თელავში კერძო და მომსახურების კომპანიის კუთვნილი ტაქსების საფასური 1 ლარით გაიზარდა.
დღეიდან, კომპანიების კუთვნილი ტაქსების მომსახურება 4 ლარი იქნება, კერძო ტაქსები კი, მგზავრებს 5 ლარად მოემსახურებიან.

ტაქსების მძღოლების განმარტებით, მგზავრობის გაძვირების მიზეზი საწვავზე ფასის ზრდა გახდა.
შეგახსენებთ, რომ ორ კვირაზე მეტია, საქართველოში საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება.

საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ, 27 მარტს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თელავში, საპროტესტო აქციებიც ჩატარდა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მოსახლეობას საწვავის ფასებთან შეგუებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ფასები მთელს მსოფლიოში იზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button