მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყარო დააზარალა

ცოტა ხნის წინ მოსულმა სეტყვამ ქალაქი დედოფლისწყარო დააზარალა. სტიქიამ, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, დედოფლისწყაროში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

სტიქიის შედეგად, განადგურებულია ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები და ნათესები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, სეტყვამ ზიანი მხოლოდ ქალაქს მიაყენა.

,, სტიქია ძირითადად, ქალაქში მოვიდა. ჯერჯერობით, სახლების დატბორვის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. საკარმიდამო ნაკვეთები რომ დაისეტყვა, ეს დაზუსტებით შემიძლია გითხრათ-“განაცხადა ჯანიაშვილმა.

დღის განმავლობაში, კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს.

მსგავსი პოსტები

Back to top button