ე.წ. მესაზღვრეებმა შუახნის მამაკაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა მამაკაცი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ერთი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აიყვანეს.

მათივე ცნობით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

როგორც ცნობილია, დაკავებული მამაკაცი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button