უკრაინაში შეტაკებების დროს ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ქართველმა მებრძოლებმა აცნობეს.

როგორც დავით მაყიშვილმა განაცხადა, პრო რუსმა სეპარატისტებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button