ე.წ. მოსმენების კანონი დღეიდან ამოქმედდება

დღეიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ამოქმედდება.

3 თვის განმავლობაში კი შეიქმნება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. თავად სააგენტოს უფროსიც ამ პერიოდში დაინიშნება.

განკარგულებას როგორც მის დანიშვნაზე, ისე მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრემიერი გასცემს. დანიშვნამდე კი, მის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს.

თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელი შეარჩევს. ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ ოპოზიციაში.

ე.წ. ფარული მიყურადების კანონთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს სამოქალაქო სექტორს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ სარჩელზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. მათი მტკიცებით, მიღებული კანონით ამ კონკრეტულ სფეროში ვითარება უცვლელი რჩება. არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებაც.

არასამთავრობოები თვლიან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუშვებელია ე.წ. გასაღები ინახებოდეს. სამოქალაქო სექტორი საჩივრის შეტანას აპირებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button