ვერტმფრენმა ომალოში პირველი მგზავრები გადაიყვანა
შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების შესრულება დაიწყო.
უწყებაში თქვეს, რომ ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან
სოფელ ომალოში გადაიყვანა.
საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან
სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და, მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება.
ომალო-თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. რთული გეოგრაფიული პირობებისა და უგზოობის გამო, სოფელი ნახევარი წლის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.