ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დაიკითხა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ დაიკითხა.

როგორც მოწმემ აღნიშნა, ის უშუალოდ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა და ის იმ დროს ნავთლუღის ავტოსადგურთან ახლოს იმყოფებოდა.

გიორგი მერებაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ის, მას შემდეგ მივიდა, რაც სროლების ხმა გაიგო.
სასამართლოზე დაკითხვისას მან განაცხადა, რომ როდესაც ის ავტოსადგურში მივიდა, სამი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო, მათ წინ იარაღი ეყარა, ხოლო ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე შალვა თათუხაშვილი, გიორგი დგებუაძე და სხვა პირები.

მოგვიანებით დავით ჩხატარაშვილისგან, რომელიც დათა ახალაიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მისგან მიიღო დავალება, რომ მოეძებნა აღნიშნული სპეცოპერაციისთვის ცრუ მოწმეები.

“დავით ჩხატარაშვილმა მითხრა, მომეძებნა ორი პიროვნება, რომლებიც იტყოდნენ, რომ შეესწრნენ სამი ადამიანის მიერ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მე შევარჩიე ორი პირი, რომელთა შესაძლებლობებსაც ვიყენებდი ოპერატიული საქმიანობის მასალების შეგროვებისას”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

შეგახსენებთ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ აქვთ წარდგენილი,

მსგავსი პოსტები

Back to top button