ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ხადური ყველაზე არაპოპულარული მინისტრია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ყველაზე არაპოპულარულ მინისტრად ასახელებს.
მისი განცხადებით, ქვეყანას ბევრი წარმატებული მინისტრი ყავს, თუმცა აქედან ყველაზე არაპოპულარული ხადურია. ის არის კარგი ფინანსთა მინისტრი თუმცა არარეიტინგული.
”ყველაზე არაპოპულარული მინისტრი არის ხადური, თუმცა კარგი ფინანასთა მინისტრია. იმ დონეზე ჩავიდნენ საჭმელს უთვლიდნენ. იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტროში კორუფცია არ არის და ის არ ხდება რაც „ნაცების“ დროს ხდებოდა, ხადური დასაფასებელია. თუმცა დღეს ყველაზე არაპოპულარული მინისტრია რეიტინგებით. ბევრი წარმატებული მინისტრია. ამ გუნდმა დაამტკიცა თავისი წესიერება, აქვს გამოცდილება და ემსახურებიან ძირითად სტანდარტს, რომ მოემსახურონ ხალხს და დაიცვან კანონი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გუნდში უამრავი პატივსაცემი წევრია, რომლებსაც ბევრი კარგი კადრი შეუერთდა.
”მათ ღირსეულად დაიცვეს ის, რაც დავტოვეთ პოლიტიკაში, ღირსეულად დაიცვეს ის აწეული თამასა თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი. უამრავი ახალი წევრი ჰყავს „ოცნებას“. უამრავი საზღვარგარეთ ნასწავლი კადრით გაიზარდა გუნდი და ხარისხობრივად გაუმჯობესდა. ენის პრობლემა გვქონდა და ევროპაში გუნდის წევრები ხშირად ვერ გადიოდნენ, რადგან ენა არ ვიცოდით. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო პიროვნება დაემატა გუნდს, თუმცა ძირითადი ღერძი შევინარჩუნეთ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.