ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

თელავის სასამართლომ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დამნაშავეს 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მისუსაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ დაზარალებულმა, პროკურატურიდან ცოტახნის წინ მიიღო.

რომან ქევხიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და საკუთარ ფეისბუკის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

,,რუსეთუმე და მოძალადე ხელისუფლება გვყვავს, თავის პროკურატურიან, სასამართლოიანად. რამდენიმე წუთის წინ მირეკავენ თელავის რაიონული პროკურატურიდან და მატყობინებენ, რომ სასამართლომ თემურ ფიფიას, ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, 150 საათი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. რატომ არ ჩათვალა საჭიროდ პროკურატურამ, ან მოსამართლემ, რომ დავეკითხე სასამართლო პროცესზე? რატომ ჩაატარეს დაზარალებულის ჩუმად პროცესები?. იმიტომ რომ საქართველოს ყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომლებიც ევრძვიან დასავლურ ღირებულებებს და იცავენ პუტინის მონებს საქართველოში, რადგან პუტინის მთავარი მოკავშირე სოლოლაკის შუშის სასახლეში ზის, რომლის მმართველობაც 8 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.წინააღმდეგ შემთხვებაში შემდეგ ოთხ წელში, აღარ გვექნება სახელმწიფო და ვიქნებით რუსეთის გუბერნია…“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს, თელავში ,,სოციალისტური საქართველოს” დაფუძნების ყრილობაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პარტიის ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო სილა გააწნა.

რომან ქევხიშვილმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავებმა თემურ ფიფია შსს-ს თელავის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს, მოგვიანებით კი დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button